"გალერეა დემასი" მიეკუთვნება კომპანია "დემასი"-ს მაღალი კლასის სავაჭრო ცენტრს, სადაც წარმოდგელნილია უმაღლესი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალების და სანტექნიკის ფართო ასორტიმენტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდებისგან.
"იდეალი" კომპანია "დემასი"-ს სავაჭრო ცენტრია, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს, იდეალურ ფასებში შეიძინოს კერამიკული ფილები, კერამგრანიტი, ლამინირებული იატაკი, სანტექნიკა, კარები და სხვა რემონტისთვის საჭირო პროდუქცია.

 

დემასის შესახებ

კომპანია "დემასი" გთავაზობთ იატაკის და კედლის ფილებს ისეთი ცნობილი ბრენდებისგან, როგორიცაა Armani/Roca Roberto Cavalli Home, Versace, Aparici, Apavisa და სხვა მწარმოებლებისგან იტალიიდან და ესპანეთიდან. უმაღლესი ხარისხის სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალები ფართოდაა წარმოდგენილი მაღალი კლასის სავაჭრო ცენტრში - "გალერეა დემასი"-ში. ასევე, კომპანია "დემასი" გთავაზობთ კერამიკული ფილების, კერამგრანიტის და ლამინირებული იატაკის ფართო ასორტიმენტს სავაჭრო ცენტრ "იდეალ"-ში იდეალურ  ფასებში.

გარდა ამისა, ჩვენს სავაჭრო ცენტრებში სანტექნიკის და სააბაზანო ოთახის რემონტისათვის განკუთვნილი მოწყობილობების დიდი არჩევანია. უმაღლესი ხარისხის შემრევი ონკანები, საშხაპე კაბინები, აბაზანები ჰიდრომასაჟით და მასაჟორის გარეშე, აკრილის აბაზანები მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლებისგან, როგორიცაა Armani Roca, Hansgrohe, Teuco, Laufen, Duravit და სხვები, შეგიძლიათ იხილოთ "გალერეა დემასი"-ს შოურუმებში. ასევე, სავაჭრო ცენტრ "იდეალ"-ში თქვენ გელოდებათ კერამიკული სანტექნიკის, აბაზანების, საშხაპე მოწყობილობების, შემრევი ონკანების, აბაზანის ავეჯის, ჰიდროსაიზოლაციიო მასალების, წებოცემენტის, MDF-ის და მეტალის კარების და ხელსაწყოების ფართო ასორტიმენტი ევროპიდან და აზიიდან. დაგეგმეთ რემონტი, შეიძინეთ ხარისხიანი პროდუქცია ჩვენს სავაჭრო ცენტრებში და შექმენით დახვეწილი ინტერიერის დიზაინი.